2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილმა 53.47% პროცენტით მოიგო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები აღიარეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი კი „იპოდრომის აქციად“ შემორჩა მეხსიერებას. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, 2013 წელს უნდა ჩატარდეს. დღეს სწორედ ამ ორ არჩევნებს შორის არსებულ კავშირზე გესაუბრებით.
იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სულ ორ თვეში ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილი ბეწვის ხიდზე გავიდა და მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი გახდა. არჩევნებიდან ინაუგურაციამდე იგი ოპოზიციას მეტად მოკრძალებულად ელაპარაკებოდა და თანამდებობებსაც სთავაზობდა; ხოლო სახალხო დამცველს – სოზარ სუბარს – საკუთარი ფეხით ეწვია ოფისში.
ამის შემდეგ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ სულ ხუთ თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ნაციონალური მოძრაობა თავის ლიდერზე უკეთესი – და გაცილებით უკეთესი – შედეგით დაასრულებდა. პრეზიდენტის მიერ მიღებული 53%–ის ანალიზისას, ექსპერტები ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უბრალო უმრავლესობას თუ შეინარჩუნებდა, საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც უსათუოდ დაკარგავდა. ამ მოლოდინით მივიდა ქვეყანა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე.
საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ იყო მტკივნეული თემა, რომ 2004 წლის აპრილში არჩეულ პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას ნებიერი გადაწყვეტილების მიღება სხვა პარტიებთან შეუთანხმებლად შეეძლო, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლაც. სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის სასტიკი დარბევით დასრულდა. ამიტომ, ერთი და მთავარი მოლოდინი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა იყო. პროცესების ლოგიკაც ამას ითხოვდა და რეალობაც შესაბამისი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლეოდა.
მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სააკაშვილისგან განსხვავებით, მისმა პარტიამ გაცილებით უკეთესი შედეგით დაასრულა არჩევნები და პარლამენტში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით დაბრუნდა. ეს თავისთავად არ მომხდარა. ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღო, მათ შორის, მოსახლეობის დაშინებით, მოტყუებით, მოსყიდვით თუ გადაბირებით, სკოლის პედაგოგების, პატიმრების ოჯახის წევრების თუ ქუჩის ავტორიტეტების ჩართვით წინასაარჩევნო პროცეში. ეს არჩევნები რეგიონულმა ჟურნალისტებმა კოორდინირებულად გააშუქეს და დადეს სურათი, თუ რა ხდებოდა მთელ საქართველოში 21 მაისის წინა პერიოდში. სურათი დახუნძლული იყო იმ კანონდარღვევებით, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ახლდა ხელისუფლების მხრიდან.
საკითხავია, რატომ მოიწადინა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მის პარტიას ყველა დასაშვები და დაუშვებელი ხერხი გამოეყენებინა, ოღონდ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესულიყო?
ამ კითხვას სავარაუდო პასუხი მაშინ გაეცა, როდესაც, არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. კომისიის ფუნქცია სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმაა. რა იქნება რეფორმის კონკრეტული შინაარსი, ჯერჯერობით, უცნობია. პრეზიდენტი კომისიის საქმიანობაში არ ერევა და არც მის თავმჯდომარეს ხვდება. არადა, წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებული არ იყოს იმ კონსტიტუციით, რომელმაც მისი კარიერა უნდა განსაზღვროს 2013 წლის შემდეგ.
პრეზიდენტის მოჩვენებითი გულგრილობის მიუხედავად, საფიქრებელია, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნაციონალური მოძრაობის მიერ, პირდაპირ კავშირშია საკონსტიტუციო რეფორმასთან, რომელიც ამ პარლამენტმა თავისი ვადის ამოწურვამდე უნდა განახორციელოს. სწორედ ახალი კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა ადგილს დაიკავებს მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მმართველ გუნდში მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით კი პრეზიდენტი ხაზგასმით გულგრილია ამ კომისიის მიმართ. მას არსად ეჩქარება, რადგან პარლამენტს ვადა მხოლოდ 2012 წელს ეწურება.
გამოდის, 2008 წლის გაზაფხულზე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი შვიდი ნოემბრის შოკიდან გამოსული ჯერ კიდევ არ იყო, მიხეილ სააკაშვილი უკვე 2013 წლის შემდგომი პერიოდისთვის ზრუნავდა. ამიტომ ვერ დაუშვებდა იგი ისეთი პარლამენტის არჩევას, რომელშიც სახელისუფლო პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლებოდა. 2008 წლის 21 მაისის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მგრძნობიარეა მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების მიმართ.