ქალი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, მშობლიურ მხარეში ფასდაუდებელ ეროვნულ განძად ითვლებოდა, ათიათასობით კანადელ გოგონას ოთახის კედლები მისი პოსტერებით ჰქონდა აჭრელებული, ხოლო „ლედ ზეპელინის“ ჯეელები მისი გულის მოსაგებად ერთმანეთს ეცილებოდნენ. დიახ, დღეს ჯონი მიტჩელს გავიხსენებ, თანაც, იუბილარი ბრძანდება - 69 წელი შეუსრულდა.