რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღის გარდა, თვალს ადევნებს აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდს. გამოვლენილ დარღვევებს აჯამებენ და აქვეყნებენ სპეციალურ ანგარიშებში.
პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე დროულ გამოძიებას ითხოვენ ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში.
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი,“ რომელიც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „ველმონდის“ სახელით აგრძელებდა მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მენეჯმენტმა საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არ გადაიხედება არც გადაწყვეტილება და არც მისი აღსრულების ბოლო ვადა.
როგორ აისახა ლირის გაუფასურება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს?
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ნეგატიურად აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებას დაეხურა რეგიონის მთავრობის სხდომები.
ბათუმელები 2008 წლის 8 აგვისტოს ქალაქში უჩვეულო სიჩუმეს იხსენებენ. როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, აჭარაში ტურისტული სეზონი პიკს აღწევდა, ამის შემდეგ კი ბათუმი ტურისტებმა სწრაფად დატოვეს.
24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება.
ტრანსგენდერი ქალი, სახელად ლიკა, წლების განმავლობაში მარტო, ოჯახისგან შორს ცხოვრობდა.
პრეზიდენტმა ორი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმროს „ველმონდის“ შენობაში ისევ რჩება ძველი პრობლემები, დაკავშირებული სახანძრო უსაფრთხოებასთან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასულმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, მიზეზად კი აუცილებელი და სწორი როტაცია დაასახელა, თუმცა რა იგულისხმება სამთავრობო როტაციაში, მაშინ როდესაც მსგავს განმარტებას ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს, პატარაძეს არ დაუკონკრეტებია.
ბათუმის დემოკრატიის სკოლაში ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე, საზოგადოებრივი პროტესტის გამომწვევ მიზეზებსა და იმ შედეგზე იმსჯელეს, რომელიც ქუჩის აქციებმა მოიტანა.
სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ელექტროსისტემამ” უნებართვოდ აღმართა ანძა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან.
ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განხილვის საგნად იქცა გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
ბათუმის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცა ქალაქის მერიის ინიციატივას, რომელიც ზღვისპირა პარკში, ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტებთან“ ახლოს მდებარე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გაცემას გულისხმობს.
მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რის შემდეგაც დოკუმენტი ძალაში შევა.
კვარიათში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. კვარიათის პლაჟზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ოთხსართულიანი განაშენიანებაა, ახალი კორპუსის საძირკველი უკვე ჩაყრილია და მშენებლობა მიმდინარეობს, გამოკრულ აბრაზე კი წერია, რომ ამ ადგილას სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს შპს „ტმი“ აშენებს. ფოტოდან ჩანს, რომ ეს კორპუსი 12- სართულიანი იქნება, ნებართვის გამცემი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.
აჭარის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, 31 წლის თემურ გაბაიძის, გარდაცვალების გამო შპს „უნიმედი აჭარის“ რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გამოკრულ ფერად პლაკატებზე გამოსახულია ბათუმის პორტი და აქვე წერია, რომ ქიმიური შეტევა უკავშირდება საზღვაო ნავსადგურში ღია ცის ქვეშ აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვას და დასაწყობებას, ბათუმის პორტში მასის გადამუშავებისას კი წარმოიქმნება პუდრისებრი მტვერი და ქარის მიერ მისი გაბნევა მავნე შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმისა და ეკოსისტემისთვის.
ჩამოტვირთე მეტი