რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული 56 წლის ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც პატიმრობაში 2 წელი და შვიდი თვე იმყოფებოდა, ამბობს, რომ შორეულ ნაოსნობაში აღარ წავა.
მუშებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე იმის გამო, რომ, მათი თქმით, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და, უკვე რამდენიმე თვეა, კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს და, ამასთანავე, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს.
ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს. ბულვარის სასეირნო მთავარ ბილიკთან, ზღვის გასწვრივ, პლაჟზე, იქ, სადაც მანამდე ღია ღამის კლუბი „მანდარინი“ იყო, ახლა ეთნოგრაფიული სახლი შენდება.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელმაც კომპენსაციის სანაცვლოდ კუთვნილი მიწები დათმო სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის.
ბათუმში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე სემინარი როუზ-როსი, სახელწოდებით „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ბათუმში, შესწავლას იმას, თუ რა კვალი დატოვა ძველ ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლამ, შემდეგ სტალინურმა ეპოქამ და საბჭოთა სოციალიზმმა.
ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ველობილიკის მონაკვეთი რკინის კონსტრუქციით გადაიკეტა, რითაც შუაზე გაიყო უწყვეტი ველოტრასა, რომელიც ბულვარის დასაწყისში - ანბანის კოშკიდან - იწყება და ახალი ბულვარის ტერიტორიამდე გრძელდება
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ოთხსართულიან შენობაში თურქული სკოლა უკვე ორი წელია, რაც ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესი ამ შენობაში 2016 წლიდან დღემდე მიმდინარეობს, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებად აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი აუცილებელი პროცედურა სკოლას არ გაუვლია.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, პორტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე რეორგანიზაცია, შემცირებები და აუტსორსინგი შეაჩეროს.
დილიდან, ბათუმის პორტის ექვსმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა. მათი რიცხვი დღისით გაორმაგდა, საღამოს კი პორტის ადმინისტრაციის შენობაში 6 მოშიმშილე ღამის გასათევად რჩება.
საქმე ეხება ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც 2016 წელს გოგიტიძის ნათესავმა, ენვერ ცეცხლაძემ, სასამართლოს გზით დაიბრუნა.
28 მარტს ერთი წელი შესრულდა ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო.
ეს თარიღი უკავშირდება 1921 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან ტოვებს ქვეყანას, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის გენერალი კი, გიორგი მაზნიაშვილი, თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის წითელ არმიასთან მარცხდება.
ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის პირდაპირ, რუსთაველის 42-ში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ამ ადგილას, სადაც წლების წინ ბათუმის აკვარიუმის აშენება იგეგმებოდა, კომპანია “ალიანს ჯგუფი” 54-სართულიან ცათამბჯენს აშენებს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა განმარტა მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, გადაწყვეტილება, შეცვალოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობა.
„ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულები ძირითადად მაღალმთიანი აჭარიდან არიან. დღეს ეს დასახლება გაშენებულია 9 ჰექტარ ფართობზე, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
კანონპროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვის შემდეგ, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში - უმაღლეს საბჭოში - დაბრუნდა.
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან, კოლონადების აღდგენა იგეგმება. უკვე არსებობს ესკიზური ნახაზები, როგორი უნდა იყოს განახლებული კოლონადები, კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებაზე კი ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებული 6 მარტს გამოვლინდება.
კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, რუსთაველის 42 ნომერში, დელფინარიუმის წინ, რვასართულიანი კომპლექსის აშენებას აპირებს. 54-სართულიან შენობაში პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მარიოტის“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტების განთავსება იგეგმება.
ჩამოტვირთე მეტი