რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
ბათუმში ისტორიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესი დაიწყო. ბათუმის მერია თავდაპირველად მ. კოსტავას 11 ნომერში მდებარე დამწვარი შენობის მცხოვრებლებს დააკმაყოფილებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 მოსამართლის განცხადების თანახმად, სიცრუეა მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ 23 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ეთერით წაყენებული ბრალდება, თითქოს ორი წლის წინ საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილს ჰქონდა მცდელობა მის, როგორც მოსამართლის, გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა.
ქალაქ ბათუმის მერიამ მოლაპარაკებების გზით მორიგება შესთავაზა მუსლიმ თემს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის მიღებას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიამ, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს, რეგიონის მთავარი დოკუმენტის საჯარო განხილვა დაასრულა.
თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით არ ვრცელდება ახალი წესი, რომელიც ოფიციალურმა ანკარამ 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო.
კომპანია „მაჭახელა ჰესს“ პირველადი პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვადად 2019 წლის 1 დეკემბერი განესაზღვრა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება კომპანიას 2017 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 150-ზე მეტი მოქალაქე მას შემდეგ აიცრა, რაც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან უშუალო კონტაქტი ჰქონდა წითელას ვირუსით დაინფიცირებულ პირთან. რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის მატარებელთა რიცხვი 100-ზე მეტია.
ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებისთვის შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიხედვით, დაგეგმილია ბათუმის დაყოფა ზონებად, სადაც სამშენებლო პროექტებისთვის ახალი წესები დამკვიდრდება.
სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ისტორიული ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოითხოვს თვითმმართველობამ მიიღოს სპეციალური წესები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, არამედ იმ ისტორიული შენობების შესანარჩუნებლადაც, რომლებიც XIX-XX საუკუნეებისდროინდელი ქალაქის განაშენიანების ნაწილია და, მთლიანობაში, ბათუმის ისტორიულ ურბანულ ქსოვილს ქმნის.
2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის განხილვისას ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, ილაპარაკა პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეიმუშავეს. განსხვავებული მოთხოვნები აქვს სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნას და ამ საკითხის ბიუჯეტში ასახვას მოითხოვდა.
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რვა ნომერში მდებარე აგურის სახლი, რომელიც ქალაქის ძველი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ე. წ. ბელეტაჟს წარმოადგენს, შესაძლოა მალე დაინგრეს და მის ნაცვლად რვასართულიანი კორპუსი აშენდეს.
ხელვაჩაურში მცხოვრებ სულიკო გვიანიძეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი სახელმწიფომ საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით ჩამოართვა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გადასცა, რომელიც აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის, ახალციხე-ბათუმის, მშენებლობას ახორციელებს.
ბათუმში, 24 ნოემბერს საღამოს მომხდარი ტრაგედიის ადგილას, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შესასვლელში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 5 მილიონ 21 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხიდან 250 ათასი ლარი კულტურაში თავისუფალი ინიციატივებისთვისაა გათვლილი.
მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილს ეკონომიკის სამინისტრო აღარ გაასხვისებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვის სანაპიროს 6 500 კვ/მ ფართობს კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად ითხოვდა.
ბათუმის ახლად არჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს, ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ქალაქის გასაღები სიმბოლურად გადასცა და წარმატება უსურვა.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ბათუმში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს მწვანე აქტივიზმის მაგალითები აჭარაში და მისი შედეგი, რომელიც მოქალაქეების პროტესტს ან აქტივობას მოჰყვა.
ბათუმში ბაგრატიონის #120 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი აპროტესტებს მათი სახლის წინ ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით ჩამოაყალიბა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ.
ჩამოტვირთე მეტი