რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
გამოძიება დაკავებულებს ედავება უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამო.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებიან ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
რა გზით იღებენ ინფორმაციას ბათუმელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და რომელ საინფორმაციო წყაროებს იყენებენ ამისთვის?
მმართელი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აარჩევნები წააგო ბათუმში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის ეთერში მომღერალი სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანს.
რა შეიცვალა მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა?
2018 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მცირდება მისი უფლებამოსილება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სამშენებლო კომპანია ბათუმში, სელიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან კორპუსს აშენებს, რის გამოც სამეზობლო მიჯნაზე არსებული 3-სართულიანი სახლის კედლიდან სახანძრო კიბის ნაწილი მოჭრეს, ნაწილი კი მშენებლობაში მოაქციეს.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. იმისათვის რომ მშენებლობა დასაშვები გახდეს, სამშენებლო კომპანიამ ბათუმის მერიას მწვანე კონცხის სარეკრეაციო საკურორტო სტატუსის შეცვლა მოსთხოვა, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი ქალაქის საკრებულოს მწვანე კონცხისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭების წინადადებით მიმართა.
25 წლის გასვლის შემდეგაც 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ დღედ აღიქმება განსაკუთრებით მათთვის, ვინც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის ბრძოლების შემდეგ, საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.
ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერის“ სახელითაა ცნობილი, ახალი განაშენიანება იგეგმება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს გადაწყვეტილებით, სტატუსი მოეხსნა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე დანგრეულ ისტორიულ სახლს. როგორც საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი, ძეგლის სტატუსის მქონე ეს შენობა, სამწუხაროდ, მთლიანად განადგურებულია და არარსებულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ეს სტატუსი.
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაა 23 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბრამდე გასტანს.
საქართველოს დედაქალაქთან ერთად ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის აჭარაში, 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. კვლევას ჩაატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. როგორც ბათუმში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, შეგროვდება მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, შემოწმდება წყლის ხარისხი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიაზე.
ბათუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შეიცვალა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულება და, ამავე დროს, შემცირდა მიკროავტობუსების რიცხვი.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმებული მემორანდუმი ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. გაფორმებული შეთანხმებით, ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და ხორვატიამ, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა, ეს კი, როგორც ფორუმზე აღინიშნა, 11 ათასზე მეტ მეზღვაურს საშუალებას მისცემს შეიქმნან უკეთესი დასაქმების პირობები შესაბამისი ანაზღაურებით.
13 სექტემბერს ბათუმში ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.
137 წლის ზღვისპირა პარკი ბათუმის ბულვარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მალე განვითარების გეგმა ექნება. ამ დაპირებას ბათუმის ბულვარის ახლად დანიშნული დირექტორი იძლევა.
თურქეთში სეზონურად დასაქმებული საქართველოს 14 მოქალაქე სარფის საბაჟოს გავლით სამშობლოში ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა.
შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავთან ტელესკოპებით, ფოტო კამერებითა და მრავალი სათვალთვალო მოწყობილობით შეიარაღებული დამკვირვებლები მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აკვირდებიან.
ჩამოტვირთე მეტი