გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სახლი ერგნეთში, ნახანძრალი კედლები, ომის სუნი, ჭურვებისა და ბომბების ნამსხვრევები, ფერფლიდან ამოღებული პატარა ჭიქა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ სახლისგან ნასახლარი დარჩა, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს, თუმცა ომის კვალი სარდაფში მაინც შეინიშნება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფერმერ გია ხოდელის მიწის ნაკვეთში "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რის გამოც ფერმერს საკუთარ მიწაზე შესვლის საშუალება წაერთვა.
გორის ცენტრალურ მოედანს ევროპის სახელი არ დაერქმევა. ეს გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე მიიღეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მცხოვრებთა ნაწილი ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორის გადადგომას მოითხოვს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2010 წლის ივნისამდე იოსებ სტალინის ძეგლი იდგა. გორელებიც ამ მოედანს სტალინის სახელს უწოდებდნენ, მაგრამ სამართლებრივად ეს მოედანი უსახელო იყო.
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.
ოთხშაბათ საღამოს ოსურმა მხარემ ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი ერგნეთის საგუშაგოზე რუსეთის მესაზღვრეებმა ქართველ პოლიციელებს გადასცეს.
მიუხედავად იმისა, რომ გორის რაიონში არაერთი ჭაბურღილი და ალტერნატიული საირიგაციო სისტემაც გაკეთდა, სარწყავი წყლის პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა.
ქუთაისში გამართულ ტრენინგზე მედიის წარმომადგენლებთან 5 დღის განმავლობაში მუშაობდა გერმანელი ჟურნალისტი ულრიკე ბუტმალოიუ.
მიკროავტობუსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას განაპირას, მდინარესთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოსთან ჩერდება. საგუშაგოზე შეიარაღებული პოლიციელები დგანან.
შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის მოსახლეობა მეორე კვირაა ყოველდღე ელოდება მიწის ნაკვეთების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვას.
ადიდებულმა მტკვარმა გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი დატბორა და განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა მდინარის ნაპირთან მცხოვრებ მოსახლეობას.
გორის საკრებულოს უმრავლესობის მიერ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მოწონებული საკითხი გორის საზოგადოებისთვის დღემდე განსჯის საგანია.
ცხრით ოთხის წინააღმდეგ ქალაქ გორის საკრებულომ თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
თხუთმეტმა ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სათემო საკრებულოების წევრებს მიმართა და მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ თვითმმართველ ერთეულთა შერწყმის საკითხს.
შიდა ქართლში ჯონჯოლის კრეფის სეზონი დაიწყო, რუსეთის "მესაზღვრეებმა" კი ერთბაშად საქართველოს ოთხი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ქალაქის ცენტრში ელექტროსაათი დადგეს, რომელიც დროს უკან ითვლის, ითვლის დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს.
„სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების მონტაჟს იწყებს“- ეს განცხადება ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა გააკეთა.
ჩამოტვირთე მეტი