გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხის გამო ჩატარდა: კომისიამ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოხსენებითი ბარათი განიხილა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართები შუაზე ყოფს.
გორის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გორის მერს უნდობლობა გამოუცხადა და სამანდატო საპროცედურო კომისიას საკითხის შესწავლა მოსთხოვა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა.
პაატა არაქელოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოსურ სოფელ გოიაანში შეყვარებული ჰყავს და მის სანახავად გადადის ხოლმე. ბოლო შემთხვევისას მისი ნახვა ვერ შეძლო. მანამდე კი გამყოფ ხაზთან არაერთხელ შეხვედრია. ამბობს, რომ იმ გოგოს ცოლად აუცილებლად მოიყვანს.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დღეს შეწყვიტა ერთკვირიანი შიმშილობის აქცია. თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვლმა თავის თანაშემწეს, კახაბერ ბლიაძეს, წერილობითი საყვედური გამოუცხადა. ორი კვირის წინ მერიამ ბლიაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საქმე თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბლიაძის ფეისბუქპოსტს ეხებოდა.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აპირებს 2 ივლისიდან ერთკვირიანი შიმშილობა დაიწყოს საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
„თურანის“ დირექტორი მეჰმან ალიევი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა „იყო ერთობლივი ოპერაცია“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალურმა სტრუქტურებმა განახორციელეს.
ბოლო კვირა რთული გამოდგა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში: გალში ხუთმხრივი შეხვედრა ჩაიშალა, ცხინვალი ჟენევის ფორმატის გადახედვას მოითხოვს და პრეტენზიებს აყენებს.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან 9 კაცია შეყვანილი.
უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ჯერჯერობით მცირე ინფორმაცია აქვთ მთავრობის სტრუქტურული და საკადრო რეფორმების შესახებ. მათი აზრით, დევნილთა ინფორმირება აუცილებელია, რათა ამ ცვლილებებმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ტერიტორიული პრეტენზიების გარდა, უკვე კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის შესახებაც გამოთქვამს პრეტენზიებს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
90 წლის ვალიკო ცოტნიაშვილი პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვიდანაა. სოფელი ახლა ოკუპირებულია, გაძარცვულ და დამწვარ სახლებს კი საძირკვლიანად ანადგურებენ.
"ცხოვრებაში კი არა, ვეღარასდროს მოვესწრებით უკან დაბრუნებას. იქ ისე კარგად ვცხოვრობდი... კარგი სახლ-კარი, კარგი მამული..." - დევნილები იხსენებენ, როგორ ცხოვრობდნენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში.
დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები მიხეილ პეტრემღვდლიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები 68 წლის მიხეილ პეტრიაშვილი სოფლის განაპირას ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
ჩამოტვირთე მეტი