გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
რას ცვლის თამარ მეარაყიშვილისთვის ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილება
30 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ახალგაზრდებს მშობლები და მეგობრები ერგნეთის საგუშაგოსთან ელოდებოდნენ. თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული ახალგაზრდები, 28 აგვისტოს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა.
ბოლო დღეების განმავლობაში გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედს“ ობობის ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით ორმა პაციენტმა მიმართა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ამირან დიაკონოვი საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ჰყავს. გიორგი ხოჯევანიშვილი სახელმწიფო სამსახურში კერძო სექტორიდან დაბრუნდა. დღეს ის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და მედიასთან მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარადგინა.
"შევდიოდით ცხელ ზონებში და იქიდან გამოგვყავდა ავადმყოფები... არ ვიცოდით, როცა მივდიოდით, შეიძლებოდა ჩვენც ავფეთქებულიყავით".
სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლას ცეცხლი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსმა სამხედროებმა წაუკიდეს. გარეთ რომ გამოვიდოდით და დავინახავდით, ცარიელი იყო ტრასა, ვეცემოდით, ავავსებდით წყლით ჭურჭელს და ვაქრობდით ცეცხლს. გაგვიმართლა, რომ წყალი მოდიოდაო, ჰყვებიან ქალები.
ზაურ ედიშერაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე დღეში, საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წაიყვანეს. მან თითქმის 100 კილომეტრი იარა ფეხით, მთა-მთა, ტყე-ტყე, რომ სამშვიდობოს გამოეღწია.
სოფელში შეიკრიბნენ შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 მებრძოლის ოჯახების წევრები.
9 აგვისტოს, გორისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვისას, 25 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 138. რუსული ავიაციის მიერ ზუსტად 10 წლის წინ 48 ქართული სოფელი დაიბომბა.
გადამწვარი სახლები, დაკარგული მიწები და მცოცავი საზღვარი. ამბებს ყვებიან ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა უშუალოდ ეხებათ.
10 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, სოფელ ერგნეთში სახლების დიდი ნაწილი ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. ლია ჩლაჩიძემ აგვისტოს ომის მუზეუმი გახსნა თავისი დამწვარი სახლის სარდაფში.
ჯანგულ ოქროპირიძემ 2008 წელს გორში აფეთქებისას ერთ დღეში ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა.
დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები ახლა საქართველოში გაბნეულ სხვადასხვა დასახლებაში ცხოვრობენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის ოკუპაცია 2012 წლამდე გაგრძელდა. სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი 2008 წლის აგვისტოში ზარდიაანთკარიდან გაიხიზნა. სოფელში რამდენიმე ადამიანი დარჩა, მათ შორის იყო ვლადიმერ რაზმაძე.
გორის სასამართლომ დღეს განიხილა რადიო „მოზაიკის“ დირექტორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული გვანცა დოლუაშვილის საქმე.
დამწვარი და ნახევრად დანგრეული სახლები, დაცხრილული კედლები და უიმედო ადამიანები - რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება დახასიათდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი.
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად, ივნისის თვის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“.
გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის თავზე რუსეთის ვერტმფრენი შენიშნეს.
საქართველოში ცოტა ხნის წინ შეიქმნა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს სიცრუის გავრცელებას საინფორმაციო სივრცეში.
ჩამოტვირთე მეტი