Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ვერტმფრენი კონფლიქტის ზონაში 


რუსული ვერტმფრენი სოფელ ხურვალეთის თავზე
რუსული ვერტმფრენი სოფელ ხურვალეთის თავზე

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის თავზე რუსეთის ვერტმფრენი შენიშნეს. საფრენი აპარატი სოფლის სიღრმეში შემოფრინდა, წრე მოხაზა და ოკუპირებული ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე დაეშვა. ეს ინფორმაცია ხურვალეთის მცხოვრებლებმა გაავრცელეს.

რუსული ვერტმფრენი კონფლიქტის ზონაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
გადმოწერა

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდმილა სალიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექსტი და ფოტოებიც გაავრცელა.

აგვისტოს ომის მეათე წლისთავისათვის მზადება ცხინვალში

  • ცხინვალში აგვისტოს ომის მეათე წლისთავისათვის ემზადებიან.
  • რვა აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილია კრემლის მაღალჩინოსნების ვიზიტი;
  • საოკუპაციო ძალები უსაფრთხოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან;
  • ყოველი ასეთი ღონისძიების დროს საოკუპაციო ძალები "გამშვებ პუნქტებს" კეტავენ.

სალიას თქმით, ბოლო დღეებში საოკუპაციო ძალები არამარტო საჰაერო სივრცეში, არამედ ხმელეთზეც გააქტიურდნენ. მისი დაკვირვებით, სამხედრო მანქანები ინტენსიურად მოძრაობენ ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით არსებულ სამხედრო ბაზებზე. სალია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი რვა აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი კრემლის მაღალჩინოსნების ვიზიტს უკავშირდება და საოკუპაციო ძალები უსაფრთხოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან.

ხურვალეთელებს სოფლის თავზე რუსული ვერტმფრენის შემოფრენის მსგავსი შემთხვევები ადრეც არაერთხელ უნახავთ. მათი თქმით, ყოველი ასეთი შემოფრენისას ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაში ვარდება.

ცხინვალში აგვისტოს ომის მეათე წლისთავისათვის მზადება მართლაც დაწყებულია და სტუმრებს რუსეთის ფედერაციიდან და სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდანაც ელოდებიან. მიწვეული ჰყავთ კრემლის მაღალჩინოსნები. ყოველი ასეთი ღონისძიების დროს საოკუპაციო ძალები, ტრადიციულად, განსაკუთრებული უსაფრთხოების რეჟიმზე გადადიან და ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს კეტავენ ხოლმე.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს არ ადასტურებენ.

სუსის ინფორმაციით, რუსეთის საფრენი აპარატი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ შემოფრენილა და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა, თუმცა ფაქტის დასაზუსტებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი მაინც აამოქმედეს.

რუსული ვერტმფრენები კონფლიქტის ზონაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის ეფესბეს სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელებს საფრენი აპარატებით საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაში ხშირად ადანაშაულებენ და ამის დამადასტურებელ ფოტო და ვიდეომასალასაც წარადგენენ ხოლმე, მაგრამ მსგავსი ინციდენტები კონფლიქტის ზონაში მაინც ხშირად მეორდება.

XS
SM
MD
LG