Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ შინდისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს


ათი წელი შინდისის ბრძოლიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

11 აგვისტოს ზუსტად ათი წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს სოფელში დაღუპული 17 მებრძოლის ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც ჩავიდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, რომელზეც ასახულია 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია. დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი ფინანსები უკვე მოძიებულია და ძეგლის დადგმას ავტორი ნუგზარ ჭავჭავაძე ერთ წელიწადში დაასრულებს.

სოფელი შინდისი
სოფელი შინდისი


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობის და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი.

„17 ქართველი გმირის სახელის უკვდავსაყოფად, მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ამ ადგილას, მათი სულების უკვდავსაყოფად აშენდეს მემორიალი. უკვე მომავალ წელს ჩვენ აქ ამ მემორიალს გავხსნით. სწორედ ასეთი გმირობები არის ჩვენი ერის მყარი საფუძველი, მომავალი გამარჯვებებისთვის“.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათამდე გასტანა ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლსატყორცნ​ებიდან. 17 მებრძოლმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და ბრძოლის ველზე დაიღუპა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ბრძოლა შინდისის ბრძოლის სახელით შევიდა.

XS
SM
MD
LG