გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ახლა ბროწლეთელები რწყვის სეზონის დადგომას შიშით შეჰყურებენ, რადგან დაზიანებულ არხებში გამოშვებული წყალი პირდაპირ სოფელში შევარდება, ამიტომ ისინი ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.
შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ სამუშაოები თებერვალში სოფელ დვანის განაღმვის შემდეგ შეაჩერა. თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს კვლავაც იყოს ისეთი ტერიტორიები, რომლებიც გასუფთავებას საჭიროებენ.
„ვაი უბედურებასა! გავნახევრდი, ადამიანობა აღარ მაქვს. ომის შემდეგ ვერ გავიხარეთ. ტანჯვასა და უბედურებაში ვართ. ცოლი დღე და ღამე ტირის. არ შეუძლია და რა ვქნა. საშველი რომ იყოს, მე ვუშველიდი, მაგრამ არ არის საშუალება“.
ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონი ორმანდატიან საარჩევნო ოლქად გაყო. წინაგარელებს და ახალგორელებს "არჩევნების" შემდეგ დე ფაქტო პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარები ეყოლებათ.
ეგორ კოჩიევმა ქართულ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შესახებ წაუყენა პრეტენზია. მისი თქმით, დაბა კვაისას თავზე ერთი საათის განმავლობაში 5 დრონი დაფრინავდა.
15 მარტის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეზღუდულია.
გორის საინფორმაციო ცენტრში იმ გამოკვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელიც არასამთავრობო სექტორის, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა.
გივი ბერუაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები ახლა დიცში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ცხინვალიდან პასუხს.
16 მარტის საღამოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში, ხუროშვილების ბაღშია გადაღებული.
დღეს 16 მარტს, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგო კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს. ხურვალეთში შესვლა სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყველაზე საშიში პერიოდი ნაკვეთებში საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების ჩატარებაა, რადგან რუსეთის მესაზღვრეები დაუცველ გლეხებს იტაცებენ და მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ჯარიაშენის, აძვისა და ახალუბნის - მოსახლეობამ აღარ იცის პირუტყვი სად აძოვოს.
8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოში ქალების ნაწილისთვის ისევ დიდი შრომის ფასად ლუკმაპურის ძიების დღეა და ის არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან.
საბჭოთა კავშირის დროშით და სტალინის პორტრეტით 30-მდე ადამიანი დღეს საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან მივიდა. 66 წლის წინ ამ დღეს სტალინი გარდაიცვალა.
ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ცხედრის გადმოსვენება დღეს ვერ მოხერხდა.
გიდების საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.
ზარდიაანთკარელები დღეს გორში, დემოკრატიის სკოლაში, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სოფლის პრობლემები.
უკვე ერთი თვეა, დაბა ახალგორის მიმართულებით გზა ჩაკეტილია. დე ფაქტო ხელისუფლება ამას H1N1 -ის გავრცელების საფრთხით ხსნის.
ჩამოტვირთე მეტი