8 აგვისტოს ერგნეთელი ლია ჩლაჩიძის თაოსნობით, მისსავე სახლში, გაიხსნა მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას, და არა კონფლიქტის გაღვივებას.
ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, დამსაქმებლები კვალიფიციური კადრების სიმწირეს უჩივიან. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად პროფესიულ პროგრამებში დამსაქმებლის მონაწილეობის გაზრდა მიიჩნევა და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯებიც იდგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის, „ჯემ ფესტის“, ტერიტორიაზე ბოლო 4 დღეში ამ ბრალდებით სულ 5 ადამიანია დაკავებული.
2015 წელს ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე თბილისიდან მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.
ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბევრი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში მიდის მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში.
გასულ კვირას რუსეთმა კიდევ ერთხელ გადმოსწია საოკუპაციო ზოლი საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა თავისი მიწის ნაწილი.
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 400 მეტრით გადმოსწიეს.
ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბევრი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში მიდის მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ისინი თოჯინას აკვანში აწვენენ, ეკლესიის ეზოში ტოვებენ და კურთხევას ელოდებიან. მათ სწამთ, რომ თუ ამ რიტუალს სამჯერ შეასრულებენ, შვილი შეეძინებათ.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია. რეგისტრაცია ელექტრონულად ხორციელდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. რეგისტრაცია ორეტაპიანია.
ნარჩენების მართვის სისტემა შესაქმნელია როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით მწვავეა არალეგალური ნაგავსაყრელების საკითხი. პრობლემები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციაში 20-მდე პროფესიონალი მხედარია რეგისტრირებული. როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ეს რიცხვი არცთუ დიდია, ამიტომაც საჭიროა ამ სპორტის პოპულარიზაცია. რითია ცხენოსნობა საინტერესო და სასარგებლო სპორტი და რა პრობლემების წინაშე დგას ის საქართველოში?
საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
ილუსტრაცია საბავშვო თუ მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი ხელოვანი მუშაობს, ეს სფერო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაშიც ისწავლება, თუმცა, როგორც ილუსტრატორები, აკადემიის ლექტორები და წიგნების გამომცემლები ამბობენ, დღეს ილუსტრაციის ხელოვნება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით - საქართველოში.
თბილისში გაიმართა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, მხარდამჭერი აქცია.
როგორც ილუსტრატორები, აკადემიის ლექტორები და წიგნების გამომცემლები ამბობენ, დღეს ილუსტრაციის ხელოვნება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით საქართველოში.
17 მაისს თბილისში ლგბტქი აქტივისტებმა, თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აღნიშნეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. იმავე დღეს გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება - ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა.
მარია კასენკო 21 წლის ტრანსგენდერი ქალია. 14 წლისა იყო, როდესაც სახლიდან წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა იმისთვის, რომ, როგორც თავად ამბობს, „ფეხზე დამდგარიყო“.
ბავშვთა და მოზარდთა ინტერაქტიულ-შემეცნებითი მუზეუმის, “შუქურას” ეკოდიზაინის და ხელოვნების სახელოსნო მიზნად ისახავს ეკოლოგიური აზროვნების განვითარებას ადრეული ასაკიდანვე. სახელოსნოს სხვადასხვა ღონისძიებები ძირითადად ოთხიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის მოზარდებზეა გათვლილი.
ჩამოტვირთე მეტი