დასასრულს უახლოვდება სამშენებლო სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენის ახალ, 23-ე სადგურზე. მშენებელთა თქმით, ტესტირება დაგეგმილია მაისისთვის, რის შემდეგაც მეტროს სადგური „უნივერსიტეტი“ დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცემა.
საქართველოში გაიხსნა ევროპის დღეები. 7 მაისიდან სამი კვირის განმავლობაში თბილისი სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას უმასპინძლებს.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე თბილისში აღინიშნა არაერთი აქციით, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან მანიფესტის მიღებით დასრულდა.
გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა, რასაც საქართველოში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ ავტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი გამოფენა მისი კიდევ ერთი გახმაურებული ოპერის, „ლატავრას“ შესახებ.
ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწყების აღსანიშნავად საქართველოში ორდღიანი ზეიმი გაიმართა. 26-27 მარტს თბილისში მოეწყო ღონისძიებების ციკლი სხვადასხვა კონცერტითა და სანახაობით. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს 28 მარტიდან შეუძლიათ.
თბილისში სავიზო ლიბერალიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ.
მედიტაცია ყველას შეუძლია − ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში. ამას ამტკიცებს ტიბეტელი ბერი ჯონ ფარამაი დჰანისარო, რომელიც თავს მოკლედ ბერ ჯონს უწოდებს. უკვე ათი წელია, ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყანაში ხალხს მედიტაციას ასწავლის. მარტში ის ერთი კვირით ესტუმრა საქართველოს.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობელთა ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ითხოვენ ქალაქის მთავრობამ ქცევის გამოყენებითი თერაპიის კურსი დაუფინანსოს 30-მდე ბავშვს, რომლებიც მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მიღმა დარჩნენ.
თითქმის ერთი თვეა, თბილისის მერია მტკვარს ნარჩენებისგან წმენდს. მდინარიდან ამოაქვთ საყოფაცხოვრებო ნაგავი, შლამი და ხე-მცენარეები. ეს სამუშაოები არ ეხება მდინარის სხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის, კანალიზაციის პრობლემას. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, სწორედ კანალიზაციაა თბილისში მდინარე მტკვრის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი.
2017 წლის 17 მარტს 58 წელი გავიდა ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, გარდაცვალებიდან - სწორედ ამ დღეს, 1959 წელს, 67 წლის გალაკტიონი მაშინდელი სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. გალაკტიონის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
საკონსტიტუციო კომისია, რომელიც საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გადასინჯვაზე მუშაობს, სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს შრომის უფლებების თემასაც.
თითქმის ერთი თვეა, თბილისის მერია მტკვარს ნარჩენებისგან წმენდს. მდინარიდან ამოაქვთ საყოფაცხოვრებო ნაგავი, შლამი და ხე-მცენარეები. ეს სამუშაოები არ ეხება მდინარის სხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის, კანალიზაციის პრობლემას.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს კამპანიას მოსახლეობისთვის ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ექსპერიმენტორიუმი მუზეუმია, რომელიც მეცნიერებას მხიარულ თამაშად აქცევთ. აქ ბავშვები თითქმის ყოველდღე დაჰყავთ ექსკურსიაზე და მხიარული ხერხებით აცნობენ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას.
მარჯანიშვილის მოედანზე, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ სახლში - იქ, სადაც 1947 წლიდან 1992 წლამდე ცხოვრობდა ბალეტის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი - დღეს მისი მემორიალური სახლ-მუზეუმია.
ბესო კობახიძე ამბროლაურელი მხატვარია. სევდიანი კაცი ვარ, არც ლაპარაკი მეხერხება, ამიტომ სულ ვხატავ და ვხატავო, შეხვედრისას გვითხრა. ბესო რაჭაში ცხოვრობს, სახელოსნო თავისი სახლის მეორე სართულზე აქვს მოწყობილი.
ჩამოტვირთე მეტი