რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში მოაწყო გამოკითხვა და რესპონდენტებს მიმართა შეკითხვით: "აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა როგორ იმოქმედებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე?"
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა წელიწადნახევრიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ილაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შემოწმებულ 300 საწარმოში აღმოაჩინეს.
"სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილების მიხედვით, სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ საჯარო სამსახურში მომუშავე ის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ "მკვეთრად გამოხატული ან მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა".
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI-მ) გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ გასცემს მერია უფლებას ხეების მოჭრაზე.
საშობაოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მოხუცებმა კონცერტი გამართეს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომაზე ლაპარაკობს.
საახალწლოდ თბილისი, ტრადიციულად, განათებებით მოირთო. სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნათურებს დედაქალაქის 30-მდე ქუჩაზე შეხვდებით.
თბილისში წინასაახალწლოდ ბაზრობების ირგვლივ ყოველთვის ხერგილებია. წინასაახალწლო ვაჭრობა 31 დეკემბრამდე, ასე, 1 კვირით ადრე იწყება, როცა ოჯახები სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტს იმარაგებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ გარიგებებსაც გაითვალისწინებს.
საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყო მუშაობა ქვეყნის მთავარი კანონის გადასინჯვაზე.
კომისიამ, რომელშიც ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან, კონსტიტუციის გადასინჯვაზე უნდა იმუშაოს.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს იმ კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს უნდა შეეძლოთ კერძო ტერიტორიაზე დაზიანებული ხეების მოჭრა გადასახადის გარეშე.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. 20 დეკემბრისთვის ერთი დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს გასცდა.
„ღია საზოგადოება - საქართველომ“ წარადგინა ანგარიში, სადაც ასახულია, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით.
12 დეკემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს გამოკვლევის შედეგები წარადგინა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემის (PISA) ბოლო, 2015 წლის, მონაცემებით, საქართველოს ამ კუთხით 2009 წლის შემდეგ პროგრესი აქვს, თუმცა ქართველი მოსწავლეების შედეგები, კვლევის საშუალო მონაცემებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.
სახელმწიფო საწარმოებში კორუფციისა და სხვა სახის საფრთხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი