„ოდა“, მარტვილი და ოკაცე − ერთი მიზანი ორისთვის
2015 წელს ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე თბილისიდან მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. მისი მეუღლე, პროფესიით ფილოლოგი ქეთო ნინიძე კი სათავეში ჩაუდგა საოჯახო მარან „ოდას“, თავისი ღვინოც ჩამოასხა და სამეგრელოში ეთნოტურიზმის განვითარებასაც გეგმავს. „ოდას“მალე გაუვარდა სახელი − არა მხოლოდ მარტვილში. სამეგრელოში წასული წყვილის გეგმებიცა და სურვილებიც ჯერჯერობით ისევ მარტვილსა და მის განვითარებას უკავშირდება. მათი ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს, ხოლო მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რიცხვი. ზაზა და ქეთო ამბობენ, რომ, როცა მიზანი საერთოა, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან