„არა გაზპრომს“ - მიუხედავად 4 მარტს „სოკართან“ დადებული ხელშეკრულებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვირას მაინც გამართა აქცია რუსული გაზის წინააღმდეგ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მთავრობის ნდობა არა აქვთ და, შესაბამისად, სურთ კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება.