თბილისში 10 დეკემბერს გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები მედიაკონკურსში, სახელწოდებით „’ადამი’ - კულტურული მრავალფეროვნებისთვის“. ეს ჯილდო წელს პირველად გადაეცემა იმ ვიდეოპროექტებსა და ვებგვერდებს, რომლებიც ყველაზე კარგად ჰყვება ეთნიკური უმცირესობების, კულტურათა შორის ურთიერთობების შესახებ.