3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. რა მდგომარეობაა ქვეყანაში შშმ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რამდენად მიჰყვება ქვეყანა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციას, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა, როგორ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და რა როლს ასრულებს საზოგადოება - ამ თემებზე გიორგი გოგუა ესაუბრა გია ჯვარშეიშვილს, დირექტორს არასამთავრობო ორგანიზაციისა „ვიმეგობროთ“.