მშობლებმა, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ იმაზე, რომ ახალშობილ შვილებს ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან და თან ბავშვის ოთახის გაფორმება სურთ, უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტმაღაზია „ეკო-დეკო“.
თბილისში ყინულის მოედანი 1964 წლიდან ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა, რომ მოედანი პატარაა და საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, აქ დღესაც ტარდება თბილისის პირველობა, საციგურაო ცენტრის პირველობა და საერთაშორისო ტურნირებისთვის ყოველდღიური მზადება.
თბილისში რამდენიმე „ფაბლაბია“, ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ბიზნესინკუბატორი, ახალი იდეების რეალიზებისთვის. მერიის დაქვემდებარებაში ორი ასეთი „ფაბლაბია“, სადაც მსურველებს უფასოდ შეუძლიათ გამოიყენონ ის დანადგარები, რომლებიც მათი ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო.
21 იანვარს ვაშინგტონში ქალთა მასშტაბური მსვლელობა - "ქალთა მარში" - იმართება. აშშ-ის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ჩადის. მარში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ეწყობა. მსგავსი აქციები იმართება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც.
რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში მოაწყო გამოკითხვა და რესპონდენტებს მიმართა შეკითხვით: "აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა როგორ იმოქმედებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე?"
მათთვის, ვისაც სურს, რომ შინაურ ცხოველად კუ ჰყავდეს, საჭიროა იმ წესების ცოდნა, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქვეწარმავლისთვის.
ადამიანის სახელის უკვდავსაყოფად თითოეულ ეპოქაში იქმნებოდა “სიკვდილის დიზაინი” - ისეთი რამ, რაც გარდაცვლილზე მოგონებას დატოვებდა.
თბილისში შეიქმნა "მუზეუმების გაერთიანება”, რომელიც 9 მუნიციპალურ მუზეუმს აერთიანებს.
„თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ეკა ხუციშვილი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი). „ჟურნალისტების უფლებები სამართალდამცველებთან ურთიერთობაში“- ასე ჰქვია ტრენინგს, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ატარებს.
თეკლა გაგოშიძე სწავლობს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში, ყატარის დედაქალაქ დოჰაში. როგორია სტუდენტობა არაბულ ქვეყანაში და რა განსხვავებაა კამპუსსა და მის გარეთ ცხოვრებას შორის?
„ვეტერინარის რჩევების“ სტუმარია დავით ნანობაშვილი. იგი ძაღლებისა და კატების კანის გავრცელებულ დაავადებებსა და ცხოველების მოვლის შესახებ საუბრობს.
„ფაბრიკაში“, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული ფორუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები კახეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.
იმ ადამიანთა რეაბილიტაციისათვის, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად გამოიყენებენ თერაპიულ მეთოდებს.
თბილისის ავტომუზეუმში, დაახლოებით, ოცდაათამდე რარიტეტული მანქანა დგას, რომელიც კერძო კოლექციონერმა გია მამულაშვილმა 15 წლის მანძილზე შეაგროვა, შემდეგ ერთ სივრცეში განათავსა და ორი წლის წინ თბილისის ავტომუზეუმი გახსნა.
სამი პროფესიონალი ფოტოგრაფი და ფოტოხელოვნების შესწავლის მსურველი ცხრა მონაწილე ინკლუზიურ ჯგუფში ორთვე-ნახევარი მუშაობდნენ. გალერეა “კონტეინერში” სწორედ ამ საპილოტე ჯგუფის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, სახელწოდებით “ვხედავ, რაც არ მესმის”.
თბილისის ისტორიულ უბანში დაგეგმილმა არქიტექტურულმა ცვლილებებმა ICOMOS საქართველოს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროტესტი გამოიწვია, რადგან, თუ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ დამტკიცებული ესკიზის მიხედვით გომის ქუჩაზე ნაგებობას გადააკეთებენ, ეს ისტორიული უბნის იერსახეს შეცვლის.
ფართო აუდიტორიისათვის აქამდე უცნობ დოკუმენტებს საქართველოს ეროვნული არქივის საცავი დღეს, 3 საათზე გამოაქვეყნებს.
ჩამოტვირთე მეტი