21 იანვარს ვაშინგტონში ქალთა მასშტაბური მსვლელობა - "ქალთა მარში" - იმართება. აშშ-ის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ჩადის. მარში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ეწყობა. მსგავსი აქციები იმართება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც.