ადამიანის სახელის უკვდავსაყოფად თითოეულ ეპოქაში იქმნებოდა “სიკვდილის დიზაინი” - ისეთი რამ, რაც გარდაცვლილზე მოგონებას დატოვებდა. “თავისუფლების დილის” სტუმრები - სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი საუბრობენ ციფრულ ეპოქაში “სიკვდილის დიზაინის” ხელახალ გააზრებასა და თავიანთ იდეაზე, რომელიც დანიაში წარადგინეს.