მათთვის, ვისაც სურს, რომ შინაურ ცხოველად კუ ჰყავდეს, საჭიროა იმ წესების ცოდნა, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქვეწარმავლისთვის. „თავისუფლების დილის“ სტუმარი, ზოოპარკის თანამშრომელი თეკლა კვაჭაძე, საუბრობს კუს ზამთრის ძილზე, კვების რაციონსა და ტერარიუმის მოწყობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავარჩიოთ კუს სქესი და ქვეწარმავლის მოვლის სხვა რა დეტალებია გასათვალისწინებელი.