„ფაბრიკაში“, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული ფორუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები კახეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.
ფოტოგამოფენებთან ერთად ფორუმზე წარმოდგენილი იქნება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2016 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. განსახილველ თემებსა და ახალგაზრდების გენდერულ საკითხებში ჩართულობაზე ილაპარაკეს „თავისუფლების დილის“ ჩართვის სტუმრებმა - გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა მარიამ ხოჭოლავამ, თანაშემწემ ახალგაზრდობასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, და ირაკლი ჯიქიამ, ფორუმის მონაწილემ.