კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება დოკუმენრუტური კინოს რიგით მე-5 საერთაშორისო ფესტივალი (CineDoc-Tbilisi). 16 მაისის ჩათვლით, მაყურებელი ნახავს მსოფლიოს 30 ქვეყნის ფილმებს სხვადასხვა თემაზე. იქნება კინოპრემიერები, ფილმების შემდეგ მოეწყობა დისკუსიები და შეხვედრები რეჟისორებთან.
„თავისუფლების დილის“ რუბრიკის სტუმარი, ზოოპარკის ეგზოტარიუმის მომვლელი თეკლა კვაჭაძე გველაპარაკა იმაზე, თუ რა სახეობის გველებია საქართველოში გავრცელებული, წარმოადგენენ თუ არა ისინი საშიშროებას და როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა.
8-14 მაისს საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული იმართება, რომლის გზავნილია „გაუფრთხილდი სიცოცხლეს : #შეანელე!”
საქართველოში პირველად აღინიშნება დამოუკიდებლად ცხოვრების დღე. ღონისძიების ორგანიზატორი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე- გიორგი ძნელაძე „თავისუფლების დილის“ ჩართვაში დაგეგმილი ღონისძიებისა და იმ სტერეოტიპების შესახებ საუბრობს,რაც შშმ პირების დამოუკიდებლად ცხოვრებას უკავშირდება.
ხვალ, 18 საათიდან, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, არტ-სივრცეში, „ქოლგა თბილის ფოტო“ გაიხსნება, ხვალვე გაირკვევა საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ვინაობაც.
„თავისუფლების დილის“ ჩართვაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნიკოლოზ ინაშვილი ლისის ტბის ტერიტორიაზე დამწვარი ხეებისა და ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს.
2 მაისს ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანის, ლადო ფოჩხუას ნამუშევრები გამოიფინება „არტ ბითის“ კონტეინერში. გამოფენა - "წიგნი ახალი არისტოკრატიისათვის“ 13 მაისამდე გაგრძელდება.
მხატვარ გიორგი დანიბეგაშვილის კონცეპტუალური ნამუშევარი “ზღვის კრისტალები” ფრანსუა შნაიდერის ფონდის მიერ ორგანიზებული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების კონკურსის ფინალშია.
ანა ჩუბინიძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ჯილდოს მფლობელია. „ჯიბის კაცი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა და ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.
რა არის ბავშვის კვებითი სირთულეების მიზეზი, რა შეცდომებს უშვებენ ხშირად მშობლები და როგორ შეიძლება ბავშვი მოვამზადოთ კვებისთვის?
ძაღლის ვირუსული ენტერიტი ის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც, შესაძლებელია, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები ავადმყოფობისგან, რა სიმპტომები ახლავს ამ ინფექციას და რა პრევენციული მეთოდები არსებობს ენტერიტის თავიდან ასაცილებლად?
რა მიზეზით შეიძლება პოლიციამ შეგაჩეროთ, როდის გადაჰყავთ მოქალაქე ნარკოტესტირებაზე, როდის აქვს პოლიციას ჩხრეკის უფლება ?..
„თავისუფლების დილის“ ჩართვის სტუმარი, მუზეუმის მოწვეული კურატორი იზოლდა მელიქიშვილი, გვესაუბრა იმაზე, თუ როგორია ლურჯი სუფრის შექმნის ტექნოლოგია, რას ნიშნავს სუფრაზე დატანილი ორნამენტები და რა გამოწვევების წინაშე დგანან ლურჯი სუფრის მწარმოებლები დღეს.
„ქოსფლეის“ მონაწილეები თვეების განმავლობაში ერთი დღისთვის ემზადებიან, როცა კომპიუტერული თამაშის, კომიქსების ან ანიმაციის საყვარელი პერსონაჟების როლს მოირგებენ და ერთმანეთს ხელნაკეთ კოსტიუმებში გამოწყობილები შეხვდებიან.
„ჩახშობა პეპლის ეფექტით“ ჰქვია გამოფენას, რომელიც აბრეშუმის მუზეუმში დღეს, 20 მარტს, 19:00 საათზე გაიხსნება.
„თავისუფლების დილის“ ჩართვაში ,,რუსთავი ორის” დილის ეთერის წამყვანებმა, ოთარ ქირიამ და ანი გიუნტერმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ში“ არსებულ ვითარებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქუჩის მხატვრებმა ბაჩა ხოფერიამ (Dr. Love) და მირიან შენგელაიამ (მირო) გახსნეს Fabrikaffiti - ადგილი, სადაც გრაფიტის სკოლა, მაღაზია, სახელონო და გალერეა გრაფიტის მოყვარულებისთვის ერთიან სივრცეს ქმნის.
„თავისუფლების დილის“ სტუმარი ლუკა ნათელაშვილი ექსტრემალური ილეთების შესასრულებლად მართავს სპეციალურ ველოსიპედს, BMX-ს, რომლითაც სკეიტპარკსა და ქალაქის სხვადასხვა ადგილს სტუმრობს.
ნინა პეტროვა-ძნელაძე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს და, სეზონის მიუხედავად, სასათბურე პირობებში სხვადასხვა კულტურა მოჰყავს.
“გამარჯობა, ბავშვებო” – 4 წლის ემილის ეს ვიდეომისალმება და „იუთუბზე“ გამოქვეყნებული კადრები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას, თამაშსა თუ ღიმილს ასახავს, ბევრისათვის ახლობელი და საყვარელი გახდა.
ჩამოტვირთე მეტი