5 მაისს, 18 საათიდან, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, არტ-სივრცეში გაიხსნება „ქოლგა თბილის ფოტო“, ამავე დღეს გაირკვევა საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ვინაობაც.
ფოტოფესტივალის ფარგლებში გამოფენები 11 მაისის ჩათვლით გაიმართება სხვადასხვა სივრცეში და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს უმასპინძლებს.