მულტიფუნქციური სივრცის, “ფაბრიკის” ეზოში ახლა რკინის დიდი კონტეინერი დგას. ეს პროექტ "არტ ბითის" საგამოფენო სივრცეა - მოძრავი გალერეა-კონტეინერი სხვადასხვაგან მოგზაურობს და ხალხს, მუდმივად ცვალებადი ინტერიერითა და ექსპოზიციით, თანამედროვე ხელოვანების შემოქმედებას აცნობს. ხვალ, 2 მაისს ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანის, ლადო ფოჩხუას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა - "წიგნი ახალი არისტოკრატიისათვის“ „არტ ბითის“ კონტეინერში 13 მაისამდე დარჩება. "თავისუფლების დილის" ჩართვაში პროექტის ავტორი ნათია ბუკია საუბრობს დაგეგმილი გამოფენისა და „არტ ბითის“ შესახებ.