თბილისის სკეიტპარკი ველომოყვარულების, სკეიტერებისა და როლერების შეკრების ადგილია. „თავისუფლების დილის“ სტუმარი ლუკა ნათელაშვილი ექსტრემალური ილეთების შესასრულებლად მართავს სპეციალურ ველოსიპედს, BMX-ს, რომლითაც სკეიტპარკსა და ქალაქის სხვადასხვა ადგილს სტუმრობს. სატელეფონო ჩართვაში ის სკეიტპარკის განახლების საჭიროებისა და ამ ალტერნატიული ადგილების შესახებ საუბრობს.