აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეთულა გიულენი. თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 2016 წელს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა, გავლენიანი სასულიერო პირი იყო მუსლიმურ სამყაროში.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მასშტაბურმა რეგიონულმა ომმა ახლო აღმოსავლეთში - ისრაელსა და ირანს შორის, შეიძლება შეაფერხოს ენერგომომარაგება - ნავთობის და გაზის ექსპორტი მთელ მსოფლიოში და ხელი შეუშალოს სავაჭრო მიმოსვლას.
ებრაული თემი, რომელიც ერთ დროს ყვაოდა ავღანეთში, დღეს აღარ არსებობს: ბოლო ებრაელმა, ზაბლონ სიმინტოვმა ქაბული ამ თვეში დატოვა. თალიბების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ რელიგიური უმცირესობების ათასობით წარმომადგენელი წავიდა ქვეყნიდან.