მწერლების დიდ ნაწილს ბოლო წლების განმავლობაში მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროსთან ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. დღეს ოცამდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი მწერალთა სახლში მის დირექტორთან ქეთი დუმბაძესთან დასალაპარაკებლად მივიდა. მათ მიაჩნიათ, რომ მწერალთა სახლი ვალდებულია პოზიცია გამოხატოს, გაემიჯნოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და დაგმოს ძალადობა, რომელიც მწერლების და არა მხოლოდ მათ მიმართ ხორციელდება.
ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე დააკავეს პოეტები ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე, ასევე მთარგმნელი დავით ხარაიშვილი. სამივე მათგანი აცხადებს, რომ სასტიკად არის ნაცემი.
ასევე ნახეთ ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავიარსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ზვიად რატიანს ათობით სპეცრაზმელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში რატიანი საავადმყოფოდან მიიყვანეს. მას მთელი სხეული დაჟეჟილი აქვს, მეხუთე მალა, ცხვირის ძვალი და ძგიდე გატეხილი. მოსამართლემ რატიანს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობაში რჩება თორნიკე ჭელიძეც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს.
ასევე ნახეთ „გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანამთარგმნელი დავით ხარაიშვილი უკვე თავისუფლებაზეა, თუმცა სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებითა და ტვინის შერყევით.
მწერალთა სახლში მისულებს ქეთი დუმბაძე არ დახვედრიათ. შეკრებილებს შემოუთვალა, შეუძლოდ ვარ და თქვენთან შეხვედრას ვერ შევძლებო. როდესაც დაურეკეს, მწერლებს ახლობელმა უპასუხა და უთხრა, რომ ქეთის 214 აქვს წნევა, ექიმები ახვევია და ვერავის დაელაპარაკება.
მწერლები ითხოვენ, მწერალთა სახლმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განათავსოს შემდეგი განცხადება:
„სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე; სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე სასტიკად ნაცემ მთარგმნელს, დათა ხარაიშვილს და საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყნის ევროპული კურსის ღალატს“.
„ეს ბრძოლა გადის თითოეული ადამიანის პერსონალურ და პრინციპულ გადაწყვეტილებაზე. შემიძლია მხოლოდ ჩემი სახელით ვუთხრა საჯარო მოხელეებს: „თქვენს პრინციპულ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს გარეთ ქუჩაში“. რაც უფრო მეტი ინსტიტუცია აღმოაჩენს საკუთარ თავში ძალას, ემსახუროს ქართველ ხალხს და არა ერთ პარტიას, მით უფრო მალე დამყარდება მშვიდობა“, - თქვა მწერალმა ტორესა მოსიმ.
შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია სულ მცირე 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
თბილისსა და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
ასევე ნახეთ "არწმუნებენ, რომ სასტიკი ქცევით იცავენ ქვეყანას გარედან მართული ძალებისგან" - რატომ იქცევა ქართული პოლიცია რუსული ომონის მსგავსად?