დახმარების ღირებულება 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, ამ დახმარებამ, რომლის ინიციატორია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უნდა დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი მოთხოვნები და რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს კიევი.
ასევე ნახეთ ბაიდენის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა- უკრაინისათვის განკუთვნილი ახალი დახმარება მოიცავს:
- საჰაერო თავდაცვის AIM-7, RIM-7 და AIM-9M რაკეტებს;
- "მიწა-ჰაერის" კლასის საბრძოლო მასალას;
- გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ის დამხმარე აღჭურვილობას;
- დაჯავშნილი ხიდების აგების სისტემებსა და სხვა შეიარაღებასა და ტექნიკას.
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ტრადიცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის შეცვლით, წინა ადმინისტრაციის პროექტები შეიძლება დასრულდეს. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. ამასთანავე, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ გამოკითხული ვერც ექსპერტები და ვერც დიპლომატები ვერ აკეთებენ პროგნოზს, იქნება თუ არა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრა უკანასკნელი.
ვერვინ იწინასწარმეტყველებს, თუ რას გადაწყვეტს ტრამპი
შეერთებული შტატების ლიდერობა ერთგვარი ლოკომოტივია და სხვა სახელმწიფოებს უკრაინისათვის დახმარების გაწევისკენ უბიძგებს, - ამბობს ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ნატალია გალიბარენკო.
„რამშტაინი შეიქმნა როგორც ფორმატი, რომელსაც სათავეში უდგას ამერიკული მხარე. შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ნატოში, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები, ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს თავდაცვაში“, - აღნიშნავს უკრაინელი დიპლომატი.
ყველა დიპლომატი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების გარეშე, რამშტაინის შეხვედრები არ იქნება უწინდელივით ეფექტიანი, რადგან როდესაც შეხვედრას იწვევს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, ეს სხვებსაც აიძულებს, რომ შედეგები აჩვენონ.
„ატმოსფერო რამშტაინში პირქუში იქნება. ისინი [საკონტაქტო ჯგუფის წევრები - რედ.] კოორდინაციას გაუწევენ შეერთებული შტატებიდან და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც, იარაღის უკანასკნელ გადაზიდვას. მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რას გადაწყვეტს ტრამპი“, - ამბობს როლანდ ფროდენშტაინი, Brussels Freedom Hub-ის დამფუძნებელი.
პენტაგონის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG-ის) ამ შეხვედრაზე მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ საგზაო რუკა 2027 წლამდე, რომელიც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას, ავიაციისა და საზღვაო უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ესწრება.
ასევე ნახეთ ზელენსკი დაესწრება რამშტაინის შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება ამ ფორმატშივოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში მიაწვდიან ინფორმაციას უკრაინის იარაღით უზრუნველყოფის შესახებ, ამავე დროს, უკრაინის ლიდერისგან შეხვედრის მონაწილეებს სურთ მოისმინონ ის, თუ როგორ აპირებს უკრაინა, აღმოფხვრას ბრძოლის ველზე სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტის პრობლემა. იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რამაც დასავლეთის მედიაშიც გაჟონა, ისინი ზელენსკის საზღვარგარეთ უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და სამხედრო პერსონალის დეზერტირობის შესახებ მოსთხოვენ განმარტებას.
ასევე ნახეთ რატომ დატოვა ათობით უკრაინელმა ელიტური ბრიგადა, რომელიც ყველაზე რთულ, პოკროვსკის მიმართულებაზე მოქმედებს?სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მიაწვდის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მთლიანად მოიცავდეს იმ ოთხ მილიარდ დოლარს, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უკვე დაამტკიცა კიევისთვის. პენტაგონის განცხადებით, ეს თანხები, 20 იანვრისთვის დანიშნული ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის განკარგულებაში აღმოჩნდება.
რამშტაინის შეხვედრის ფორმატს საფუძველი აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ომის მეორე თვეს, 2022 წლის 26 აპრილს ჩაუყარა. გერმანიის ქალაქ რამშტაინ-მიზენბახში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, დაახლოებით 3 წლის წინ, „უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის“ პირველი შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პირველ შეხვედრაზე მიიწვია 40 ქვეყნის სამხედრო მინისტრი, რათა ერთად ემსჯელათ უკრაინისათვის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების შესახებ. ოსტინის მოწოდებას ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. შედეგად, საკონტაქტო ჯგუფი 50 ქვეყნამდე გაიზარდა, რომელთა უმრავლესობა - 30 ქვეყანა, ნატოს წვერია. UDCG-ში შედიან ასევე ნატოს პარტნიორი წევრი ქვეყნები, მათ შორის - საქართველო და მოლდოვა.
ასევე ნახეთ ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს