Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს


ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.
ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.

ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს. 

„რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან“, - წერია ირაკლი ჩიქოვანის ვიზიტის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე რამშტაინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, შეიქმნა 2022 წელს, რათა უკრაინის საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერას გაუწიოს კოორდინაცია შეერთებული შტატების ეგიდით. ინიციატივა აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა უმეტესობა ნატოს წევრია.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამ შეხვედრებში მონაწილეობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG