"კაბიანი" ბიჭები და შარვლიანი გოგოები

რომ არავის დაავიწყდეს: გლოსტერი მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.

"კინგსჰოლმის" სტადიონისკენ მიმავალ ქომაგებს ასეთი კოშკურებიდან, მეგაფონების გამოყენებით ეხმარებიან ჩემპიონატზე დასაქმებული მოხალისეები.

შოტლანდია-იაპონიის თამაშის დღეს გლოსტერის ქუჩებში ხშირად გაიგონებდით შოტლანდიური გუდასტვირის ხმას - თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მუსიკოსებს დაკვრის საშუალება მიეცემოდათ...

ტრადიციულ იაპონურ სამოსში გამოწყობილ ამ წყვილთან ერთად სურათის გადაღება ყველას სურდა.

გაუმარჯოს მეგობრობას!

"კაბიანი" ბიჭები...

...და შარვლიანი გოგოები.

იაპონიის ნაკრების მაისურები - ნამდვილი და დახატული.

ამ იაპონელ ქომაგს აშკარად გამარჯვების იმედი ჰქონდა...

საყვარელი გუნდის გამარჯვებაში არც ამ შოტლანდიელ ცოლ-ქმარს ეპარებოდა ეჭვი.

ამ გულახდილი აღიარებით გლოსტერში ვერავის გააკვირვებ.

იაპონია-შოტლანდიის მატჩი "სტრიტ-არტის" ოსტატის თვალით.

გლოსტერის სარაგბო კლუბის ფორმა ძალიან წააგავს იაპონიისას, ფერები კი ზუსტად იგივეა.

იაპონელი ქომაგების რაზმს ქართული ენერგიაც შეემატა.

იაპონიის ნაკრების ყველაზე ნორჩი ქომაგის პრიზი რომ გათამაშებულიყო, ამ ბიჭუნას მისი მოპოვების საუცხოო შანსი ექნებოდა.

იქნებ იაპონელების ამ თაობამ მაინც შეძლოს შოტლანდიელების დამარცხება...

თითო კათხა ლუდი მატჩის წინ აუცილებელი რიტუალია.

თითო კათხა ლუდი მატჩის წინ, ანუ სად დაიკარგნენ იაპონელები?

კათხა ლუდის შემდეგ დანახარჯიც დასათვლელია - შოტლანდიელების "ხელგაშლილობა" ხომ საქვეყნოდ ცნობილია!

თამაშის შემდეგ სუვენირებზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა.