„ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურათ. შედეგად, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა აღსრულების ღონისძიების სახით, პარტიების ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადონ. უშედეგო აღმოჩნდა კოალიციის ადვოკატების მცდელობა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეუქმებინათ სააპელაციო სასამართლოში.
სულ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, კოალიციაში შემავალ 6 სუბიექტს 2 მილიონ 400 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა. რატომ არ გადაიხადეს ჯარიმა კოალიციაში შემავალმა პარტიებმა და რა სახის სანქციები შეიძლება გატარდეს მათ მიმართ?
კონტროლის პალატის მტკიცებით, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა და თავად საზოგადოებრივმა მოძრაობა “ქართულმა ოცნებამ” კომპანია “მენეჯმენტ სერვისისგან” თითქმის ნახევარი მილიონი ლარის უსასყიდლო მომსახურება მიიღეს. საუბარია კომპანიის მიერ პარტიებისთვის ოფისების დაქირავებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. ამონარიდი კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული განცხადებიდან:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.”
საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასა“ და კოალიციაში შემავალ კიდევ ექვს სუბიექტს, ჯამში, ორნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა, ანუ ეგრეთ წოდებული შემოწირულების ხუთმაგი ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრათ. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა, ხოლო შემდეგ სააპელაციომ დატოვა ძალაში, უკანონოდ მიიჩნევს კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე, რომლის თქმითაც, პარტიების მიერ შემოწირულების მიღების ფაქტი დადგინდა სხვა საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით, როცა მხარეებად გამოდიოდნენ კონტროლის პალატა და „მენეჯმენტ სერვისი“:
„არსებობს სამოქალაქო საპროცესო კანონის ნორმა, რომელიც აცხადებს, რომ სხვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტები შეიძლება აპრიორი მიჩნეული იქნეს დამტკიცებულად, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ მეორე საქმეზე იგივე მხარეები არიან. ამ შემთხვევაში სულ სხვა მხარეები არიან (იყვნენ „მენეჯმენტ სერვისი“ და კონტროლის პალატა, ახლა კი - პარტიები და კონტროლის პალატა) და ამ სულ სხვა მხარეებზე გავრცელდა იმ სასამართლოს დასკვნები, ფაქტები და ასე შემდეგ, რომლებშიც მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს არის ყველაზე დიდი, უხეში და პირდაპირი დარღვევა კანონის.“
ალექსანდრე ბარაძიმის თქმით, დაჯარიმებულმა პარტიებმა უარი თქვეს ჯარიმის გადახდაზე, რის მიზეზადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ ორი გარემოება დაასახელა:
„ერთი ის, რომ დაკისრებული ჯარიმა გახლავთ აბსოლუტურად უკანონო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, და მეორე ის, რომ პარტიას ანგარიშზე ნამდვილად არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებიც.“
კოალიციის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ ამგვარი პრინციპულობის საზღაური პარტიების ოფისებიდან გამოძევება და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება შეიძლება იყოს. და კიდევ:
„შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ პარტიის უძრავ-მოძრავი ქონება, თუკი ასეთი არსებობს, მიცემულ იქნეს აუქციონზე იმ დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით. თუ ეს განხორციელდება, სამართლებრივად არსებობს შესაძლებლობა ასევე ოფისებიდან პარტიების გამოძევების.“
კონტროლის პალატა „ქართული ოცნებისა“ და კოალიციაში შემავალი პარტიების დაჯარიმებას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ხსნის. ამასთან, კონტროლის პალატას ზურგს უმაგრებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, თუმცა ყველა ამ არგუმენტის პასუხად, კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს არა კანონის აღსრულებასთან, არამედ პოლიტიკური ოპონენტის დევნასთან.
„ხელისუფლების მცდელობა, რასაკვირველია, მიმართულია იქით, რომ შეუძლებელი გახადოს საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ყველაფერი, ყველა უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ემსახურება ამ ამიზანს, მაგრამ ჩვენ საარჩევნო კამპანიას მაინც არ შევწყვეტთ, იმიტომ რომ კიდევ გვაქვს კანონიერი გზები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია“, - უთხრა მაია ფანჯიკიძემ რადიო თავისუფლებას.

შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ პარტიის უძრავ-მოძრავი ქონება, თუკი ასეთი არსებობს, მიცემულ იქნეს აუქციონზე იმ დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით. თუ ეს განხორციელდება, სამართლებრივად არსებობს შესაძლებლობა ასევე ოფისებიდან პარტიების გამოძევების...არჩილ კბილაშვილი
საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასა“ და კოალიციაში შემავალ კიდევ ექვს სუბიექტს, ჯამში, ორნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა, ანუ ეგრეთ წოდებული შემოწირულების ხუთმაგი ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრათ. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა, ხოლო შემდეგ სააპელაციომ დატოვა ძალაში, უკანონოდ მიიჩნევს კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე, რომლის თქმითაც, პარტიების მიერ შემოწირულების მიღების ფაქტი დადგინდა სხვა საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით, როცა მხარეებად გამოდიოდნენ კონტროლის პალატა და „მენეჯმენტ სერვისი“:
„არსებობს სამოქალაქო საპროცესო კანონის ნორმა, რომელიც აცხადებს, რომ სხვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტები შეიძლება აპრიორი მიჩნეული იქნეს დამტკიცებულად, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ მეორე საქმეზე იგივე მხარეები არიან. ამ შემთხვევაში სულ სხვა მხარეები არიან (იყვნენ „მენეჯმენტ სერვისი“ და კონტროლის პალატა, ახლა კი - პარტიები და კონტროლის პალატა) და ამ სულ სხვა მხარეებზე გავრცელდა იმ სასამართლოს დასკვნები, ფაქტები და ასე შემდეგ, რომლებშიც მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს არის ყველაზე დიდი, უხეში და პირდაპირი დარღვევა კანონის.“
ალექსანდრე ბარაძიმის თქმით, დაჯარიმებულმა პარტიებმა უარი თქვეს ჯარიმის გადახდაზე, რის მიზეზადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ ორი გარემოება დაასახელა:
„ერთი ის, რომ დაკისრებული ჯარიმა გახლავთ აბსოლუტურად უკანონო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, და მეორე ის, რომ პარტიას ანგარიშზე ნამდვილად არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებიც.“
ხელისუფლების მცდელობა, რასაკვირველია, მიმართულია იქით, რომ შეუძლებელი გახადოს საარჩევნო კამპანიის ჩატარება... მაგრამ ჩვენ საარჩევნო კამპანიას მაინც არ შევწყვეტთ, იმიტომ რომ კიდევ გვაქვს კანონიერი გზები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია...მაია ფანჯიკიძე