სასამართლოს ქაცარავასთვის სანქციის დაკისრების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს ამტკიცებდა, რომ 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, მან წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას.
Your browser doesn’t support HTML5
დაკავების დროს ქაცარავას სცემეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მან საავადმყოფო ექვსი დღის შემდეგ, 20 მაისს, დატოვა.
ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებისას ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაში გადაიყვანეს - ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმამოსამართლე ჩაგუნავამ მიიჩნია:
- შსს-ს არ ჰქონდა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ქაცარავამ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით საქმის წარმოება შეწყვიტა;
- რაც შეეხება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის დასამტკიცებლად კობა ჩაგუნავასთვის საკმარისი აღმოჩნდა შსს-ს მტკიცებულებები. მან ქაცარავას მომდევნო ორი წლის განმავლობაში იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.
2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. თბილისში ამ დღესაც გაიმართა აქცია კანონის გასაპროტესტებლად. პოლიციამ „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალის გადამეტებით.
ასევე ნახეთ პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 15 მაისამდე ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს ასევე ნახეთ ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა „გამეტებით სცემეს“