ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დღეს კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ორი შვილის მამა, ახალგაზრდა კაცი გიორგი გოგინაშვილია. რადიო თავისუფლებას დაღუპულის მეგობარი ვარლამ გოლეთიანი ეუბნება, რომ გოგინაშვილი თბილისში ცხოვრობდა, შოვში კი მეგობრის ერთ-ერთ კოტეჯში იყო.
ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები"რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ერთად ვცხოვრობდით კარვებში. გიორგი ბევრ ტექნიკურ ნაწილში გვეხმარებოდა და ძალიან ვმეგობრობდით. როგორც ვიცი, გამოსვენება სამშაბათს იქნება ვარკეთილიდან", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გელეთიანი.
ასევე ნახეთ "ვეძებთ რაიმე მიმანიშნებელს: მაისურს, ქუდს ან ფეხსაცმელს"... - მოხალისე ჰყვება, რა მდგომარეობაა დამეწყრილ შოვშისტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. დილიდან მაშველებთან ერთად მოხალისეები მუშაობენ, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება
იდენტიფიცირებულ 7 ცხედარს შორის ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი 12 დაღუპულიდან ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტიაშვეიცარიის საელჩო - რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ დღეს, 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, 31 წლის ქალის ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი 16 დაღუპულიდან ერთ-ერთი ქსენია ტრიჩევაა ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.