Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება


შოვი, ნაპოვნი ცხედრის გადასვენების პროცესი
შოვი, ნაპოვნი ცხედრის გადასვენების პროცესი

შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.

"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მან.

ბოლო მონაცემები 12 საათზე მეტია არ შეცვლილა - ნაპოვნია 11 დაღუპული და 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

XS
SM
MD
LG