„...თითქოს ამის ანალიზი უხერხულია - როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა, როცა სტიქია მოხდა. გასაგებია, რომ სტიქია მოხდა, მაგრამ მომავალში მაინც ხომ უნდა ვიყოთ უკეთ მომზადებული.
მოტივაცია, რის გამოც ამაზე ვლაპარაკობ, ისაა, რომ სამაშველო შვეულმფრენები მალე შეიძინოს სახელმწიფომ, უკეთესი აღჭურვილობა და გადამზადება ჰქონდეთ მაშველებს...”
შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მოძიებულია 29 ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 4 დაკარგული ადამიანის საძიებო სამუშაოები.
20 აგვისტოს მონაცემებით, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, საძიებო სამუშაოები კი მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.
ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს