Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონაში


შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონა
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონა

„მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის - კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

20 აგვისტოს მონაცემებით, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, საძიებო სამუშაოები კი მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 15.00 საათისთვის მოვარდა.

XS
SM
MD
LG