“აზოვსტალის” ხუთი დამცველი მეთაური, რომლებიც თურქეთიდან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად სამშობლოში 8 ივლისს ჩაფრინდნენ, კვლავ აპირებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ პოლკ "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ლვოვში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ დავბრუნდით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს", - თქვა სვიატოსლავ პალამარმა, "აზოვის" მეთაურის მოადგილემ.
ქალაქ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ თავდაცვის მეთაურების სამშობლოში დაბრუნების შესახებ 8 ივლისს გახდა ცნობილი. ხუთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე თურქეთიდან სამშობლოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაბრუნდა, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით. იქ ისინი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პირადი გარანტიების ქვეშ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლები კრემლთან დაახლოებულ უკრაინელ პოლიტიკოსში, ვიქტორ მედვედჩუკში, გაცვალა.
ასევე ნახეთ
უკრაინის გენპროკურორი: მედვედჩუკი გადავეცით „დიდ ციხეს, რომელსაც რუსეთი ჰქვია“გაცვლის შემდეგ ითქვა, რომ უკრაინელები თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. მას შემდეგ, რაც "აზოვსტალის" დამცველების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი, მოსკოვმა ანკარა და კიევი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელების სახლში დაბრუნების შესახებ რუსეთს არავინ აცნობა.
ასევე ნახეთ
მოსკოვი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების დაბრუნება უკრაინაში არღვევს შეთანხმებულ პირობას