თურქეთიდან უკრაინაში "აზოვსტალის" მეთაურების დაბრუნება, "პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების დარღვევაა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის თავკაცთა“ დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული შეთანხმებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პირობა დაარღვია "როგორც უკრაინულმა, ისე თურქულმა მხარემ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, „აზოვსტალის“ დაცვის მეთაურები, თურქეთში, თითქოსდა ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ.
მან დასძინა, რომ უკრაინაში მეთაურების დაბრუნების შესახებ რუსეთს არავინ არ შეატყობინა.
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მყოფი "აზოვსტალის" დაცვაში მონაწილე უკრაინელი მეთურები უკრაინაში დაბრუნდნენ.
ყველა უკრაინელი მეთაური, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდა, უკრაინაში ბრუნდება თურქეთიდან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თურქეთიდან შინ ვბრუნდებით და სამშობლოში მოგვყავს ჩვენი გმირები“, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის ლიდერი.