საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირის კენჭისსაყრელ საკითხებს შორის არ არის სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი. ამის შესახებ გაირკვა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 1 მაისის, სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა.
"იმისთვის, რომ მანიპულაცია არ მოხდეს, მოგიწოდებთ, საზოგადოებაში არ გაავრცელოთ ისეთი სახით, თითქოს რაღაცის ამოღება ხდება. დღის წესრიგი არ არსებობს, რომლიდანაც შეიძლება რამე ამოიღო. ჩვენ დღეს განვიხილავთ მიმდინარე კვირის დღის წესრიგს, სადაც საკითხები უნდა შევიტანოთ, კი არ უნდა ამოვიღოთ. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი შესატანია, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ეს საკითხი - თუ ბიურო გადაწყვეტს, შევიტანთ. შემდეგ შეგიძლიათ პლენარულ სხდომაზე დააყენოთ ეს საკითხი. ამას ჰქვია პროცედურა", - თქვა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს, რატომ არ სვამდა დღის წესრიგში საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ დაყენებულ საკითხს.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლითსაქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ახლა ოპოზიციურ პარტია "ლელოს" წარმოადგენს, ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
"[გასულ კვირაში] სამივე შემთხვევაში პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა კენჭისსაყრელი საკითხებისთვის საჭირო პარლამენტის წევრებმა - რეგლამენტიდან გამომდინარე, უნდა დაგეყენებინათ საკითხი, რადგან მის გადასაწყვეტად იყო ხმების საკმარისი რაოდენობა", - მიმართა უსუფაშვილმა პაპუაშვილს.
ასევე ნახეთ კელი დეგნანი იმედოვნებს, საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტით პარლამენტი ისარგებლებსორი კვირის წინ, როცა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას საკმარისი ხმები ჰქონდა, საპარლამენტო უმრავლესობამ სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად - შესაბამისად, კომისია ვერ შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.
ასევე ნახეთ მოსამართლეების მხარდაჭერის ნიშნად "ოცნებამ" პარლამენტში რეგისტრაცია არ გაიარა - საგამოძიებო კომისიის საკითხს კენჭი ვერ უყარეს ასევე ნახეთ "ოცნებამ" მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე რეგისტრაცია ისევ არ გაიარა ასევე ნახეთ უკვე მესამედ "ოცნება" "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად არ დარეგისტრირდა სხდომაზემოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.
ამ საკითხის განხილვას წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირება.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა