კინზინგერი: ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს

ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი „ტვიტერზე" ეხმაურება „საქართველოს ომში ჩართვის" შესახებ აშშ-ის მიმართ ბრალდებას.

„საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ-ს სურს, ისე დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში, რომ უკრაინამ ერთი ინჩიც არ დაკარგოს. ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. ეს [თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა] აბსოლუტურად მცდარია", - წერს კინზინგერი.

ასევე ნახეთ დაფინანსებული დისკრედიტაციის კამპანია ელჩ დეგნანის წინააღმდეგ
ასევე ნახეთ სუბარი: ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა

28 ივნისს, „ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ არსებობენ „დიდი ძალები”, რომელთაც საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა ამოძრავებთ.

ასევე ნახეთ დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციის
ასევე ნახეთ დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე"

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გაიმეორა, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. მან "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.

"დასავლეთს არასოდეს უცდია "საქართველოს ომში ჩათრევა". ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში", - თქვა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ კონგრესმენი კინზინგერი ემხრობა საქართველოსთვის ამერიკული სარაკეტო სისტემების გადაცემას