Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი კინზინგერი ემხრობა საქართველოსთვის ამერიკული სარაკეტო სისტემების გადაცემას


ფოტო არქივიდან: კონგრესმენი ადამ კინზინგერი
ფოტო არქივიდან: კონგრესმენი ადამ კინზინგერი

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ აშშ-მა საქართველოს უნდა გადასცეს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები(HIMARS).

რესპუბლიკელი კონგრესმენი ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 1/3, ქართული ლეგიონი კი, უკრაინას იცავს.

ადამ კინზინგერი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინაში დამცირების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. "HIMARS-ი საქართველოს", - აცხადებს კონგრესმენი კინზინგერი.

უკრაინის არმია უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ წარმატებით იყენებს აშშ-ისგან მიღებულ სარაკეტო სისტემებს, HIMARS-ს და მათი მეშვეობით კონტრშეტევები დაიწყო ქვეყნის სამხრეთშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG