საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა ბორჯომში, თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ელჩსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა.
„პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და პასუხი გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე, რომ იყოს საუბარი, მინიმუმ ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ, ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე, რადიკალური ოპოზიციის „მესიჯბოქსზე“ და ასევე - NGO-ების. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც არიან ჩართულები რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. აქ მეგობრობაზე, რომ იყოს საუბარი, ძალიან მარტივად, ამ პროცესს გაემიჯნებოდა ქალბატონი ელჩი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა და ეს წარმოშობს კითხვის ნიშნებს, - აღნიშნა კობახიძემ და განაგრძო, - აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის რა, სიცხადე იყოს ამ ყველაფერში. მაგალითად, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ვიღაცა, როდესაც ითხოვს მთავრობის გადადგომას, მნიშვნელოვანია, ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ დროს კითხვები საზოგადოებაში ბუნებრივია, მოიხსნებოდა".
კობახიძეს ჰკითხეს, ელჩის განცხადებაზე, რომელშიც ის უარყოფს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ბრალდებას მას რუსულ ნარატივად მიიჩნევს.
„იყო უამრავი განცხადება, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ომის რიტორიკის ტირაჟირებას. ეს იყო NGO-ების განცხადებები, გახსოვთ, გიგაური, ლომჯარია და ა.შ. ეს იყო, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, მედიასაშუალების წარმომადგენელთა განცხადებები, ლობისტების განცხადებები და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირების განცხადებები. ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, გააღვივონ ომის რიტორიკა და ამას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს და მნიშვნელოვანია, ამიტომ, მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის. ეს არის უბრალოდ ჩვენი მოწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგი უფრო მეტ დროს ხარჯავს, სანქციებსა და სხვისი ფულის შესახებ საუბარზე, ვიდრე ევროკავშირის წევრობის საკითხზე, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მესიჯი. „გეტყვით შემდეგს: ამაზე დრო და ენერგია დახარჯა, გეტყვით, ვინ? და დღემდე ხარჯავენ. ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას - რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას, ესენი არიან ასევე NGO-ები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. ასეთ დროს ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ დროს ელჩის გზავნილი ადრესატები არიან მის მიერ ჩამოთვლილი ადამიანები.
კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში გაიმეორა, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში. მან ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.
ასევე ნახეთ დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციისკელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე".
ასევე ნახეთ დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე" ასევე ნახეთ კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს პოლიტიკოსები აფერხებენ27 ივლისს გავრცელებული წერით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.
ასევე ნახეთ ივანიშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდაივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასულმა, მიხეილ ყაველაშვილმა წამოჭრა 19 ივლისს.
ასევე ნახეთ ყაველაშვილს აინტერესებს დეგნანი ივანიშვილს ხომ არ შეხვდა და რამე ხომ არ მოსთხოვესამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "საკმაოდ დიდი ხნის წინ" ჰქონდა.
ასევე ნახეთ დეგნანი: ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ საკმაოდ დიდი ხანია