Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: ბატონ ივანიშვილს არ  შევხვედრივარ საკმაოდ დიდი ხანია


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, რომელიც დეპუტატ მიხელ ყაველაშვილის განცადების კომენტირებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინიტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია და აკვირვებს რა მოტივაციით ხელმძღვანელობს დეპუტატი მსგავსი განცადების გაკეთებისას.

"როცა ამის შესახებ მკითხეს სამშაბათს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება, როდესაც არ მესმის ფაქტები ზოგისგან განსხვავებით, ვისაც ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით კომენტარების კეთება მოსწონს, მაგრამ ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე მას ყოველთვის ვარწმუნებდი საქართველოს მოქალაქეებისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერასა და სურვილში საქართველოს მთავრობასთან მუშაობის შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, რაც მარტივია, მე დიპლომატივარ და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. მიკვირს ცოტა, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ უსაფუძლო განცხადებას, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ის ჩემსა და ივანიშვილს შორის შემდგარ რომელიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. ასე რომ, მე ცოტა გაკვრივებული ვარ ამ განცხადებათან დაკავშირებით მისი მოტივაციით“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასტან საუბარში უკრაინა- საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 -წლისთავისადმი მიძღვნილი ღონიძიების შემდეგ.

მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი პარტია იმ მიზეზით დატოვა, რომ "საზოგადოებას ღიად ესაუბრებოდა", ინტერესდება პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა ხომ არ გაიმართა და რამე ხომ არ მოსთხოვეს ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს. ყაველაშვილმა 19 ივლისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ "იყო ამაზე საუბარი"

XS
SM
MD
LG