პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, საპატიმროში მყოფი, მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტში გადაიყვანონ. რისი რეკომენდაციაც სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო და რასაც იზიარებს სახალხო დამცველი.
„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.
მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვინაიდან არსებობს კითხვები, რომელი სამედიცინო დაწერესებულების კატეგორიას განეკუთვნება სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება იგეგმება, ის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მის ხელახალ მონიტორინგს აავალებს.
„გუშინ, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე, დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ. რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო „დოპლერის“ გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გასცემენ ექსპერტები, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კლინიკური დასაბუთება, რომ ეს პაციენტს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დღეს სამეგრელოში იმყოფება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სააკაშვილს „არ აქვს არანაირი საჭიროება, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში“.
ასევე ნახეთ ჯანდაცვის მინისტრი მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესწავლას რეგულირების სააგენტოს ხელახლა დაავალებსგვიან ღამით რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ უჭირს პროგნოზირება, მოსალოდნელია თუ არა რაიმე ტიპის გართულება.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ექიმი: არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოშისახალხო დამცველს 24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს თხოვნით, შეემოწმებინა იმ საპატიმრო დაწესებულების მდგომარეობა, რომლის ჰოსპიტალშიც ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება ასევე ნახეთ სახელმწიფო უწყებები კვლავ ამტკიცებენ, რომ ციხის კლინიკაში სააკაშვილს სრულფასოვნად უმკურნალებენპატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვეს, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანონ არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა, რასაც იუსტიციის სამინისტრო აპირებს, დაუშვებელია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 25 ოქტომბერს თქვა, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, მზად არის სააკაშვილის მისაღებად.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა ასევე ნახეთ მრავალპროფილური კლინიკა აკვიატებული აზრი არ არის - ინტერვიუ ექიმ ზურაბ ფაღავასთანრადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს, რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.