1964 წლის ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე გაიხსენებს ოლიმპიური ოქროსათვის დრამატულად დამთავრებულ ფინალურ ორთაბრძოლას, 1962 წელს თბილისის ცირკში გამარჯვებას ლეგენდარულ ირანელ ჰაბიბისთან შეხვედრაში; შემდეგ კი ისაუბრებს სახელოვან ქართველ მოჭიდავეებზე, დღევანდელი პრობლემებისა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ათლეტების პერსპექტივების შესახებ.