შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 8 წლის განმავლობაში თითქმის 17-ჯერ გაიზარდა (საერთაშორისო დაცვის მიზნით) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა რაოდენობა.
- 2010 წელი - 57 პირი;
- 2011 წელი - 79 პირი;
- 2012 წელი - 599 პირი;
- 2013 წელი - 719 პირი;
- 2014 წელი - 1792 პირი;
- 2015 წელი - 1449 პირი;
- 2016 წელი - 947 პირი;
- 2017 წელი - 951 პირი;
- 2018 წელი - 959 პირი.
რადიო თავისუფლებამ შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებისთვის მიმართა თებერვალში, თავშესაფრის მაძიებელ ირანელთა პრობლემებზე მუშაობის პროცესში.
მიღებული პასუხების თანახმად, 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 721 თავშესაფრის მაძიებელი პირი, მათ შორის - ირანის 227 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო დაცვით სარგებლობდა 1 127 პირი, მათ შორის - ირანის 34 მოქალაქე.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირად ითვლება: ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.