Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო "მოზაიკის" დირექტორი უარყოფს გორის იერსახის დამახინჯებას


ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად, ივნისის თვის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“. ქუჩაში წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ , გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

საქმეს იძიებს გორის რაიონული სამმართველო. უწყების მიერ გადმოცემულ მასალებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მასალების შეგროვება შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ივნისის შემდეგ არ გაუგრძელებია, გვანცა დოლუაშვილი, როგორც სავარაუდო სამართალდამრვევი, ივლისის თვის ბოლომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. "მოზაიკას" დირექტორი მიიჩნევს, რომ პოლიცია მას უსაფუძვლოდ ედავება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. დოლუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG